გზის რეაბილიტაცია დასრულებულია

20/04/2016

ბორჯომში სასაფლაოს მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი და გამგებლის მოადგილე ანზორ სვანიძე ადგილზე გაეცნენ.
გამგებლის თქმით, მოწესრიგდა აღნიშნული გზის 206 გრძივი მეტრი მონაკვეთი, დაიგო არმირებული ბეტონი, მოეწყო გვერდულები. რეაბილიტაციამდე აღნიშნულ გზაზე მანქანებისათვის უსაფრთხოდ გადაადგილება ერთ-ერთ სირთულეს წარმოადგენდა. დღეს კი ისინი თავისუფლად შეძლებენ მოძრაობას.
უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის ფარგლებში გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფელ ცემშიც. მოწესრიდგება გზის 248 მეტრი მონაკვეთი.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 48 300 ლარით ფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0