ირაკლი ქარსელაძის განცახდებით, მიუხედავად პანდემიის გამო შექმნილი გამოწვევებისა 2020 წელი გამორჩეული იყო. გეგმის შესაბამისად, აშენდა უპრეცენდენტო – 70 კმ. მაგისტრალური გზა. წლის განმავლობაში გაიხსნა ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზა, ქუთაისის შემივლითი გზა და ასევე, ჯაპანა-ლანჩუთის 14 კმ-ინი მონაკვეთი.
„რა თქმა უნდა გრძელდება აქტიური სამუშაოები ყველა მაგისტრალურ პროექტზე, ეს სამუშაოები უკვე გათვალისწინებულია 2021 წლის ბიუჯეტშიც. 2020 წლის განმავლობაში განხორციელდა 570 კმ. გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება და ეს ყველაფარი, რა თქმა უნდა, მიუხედევად პანდემიისა, რომლის პირობებშიც არცერთი დღით არ შეჩერებულა სამუშაოები მაგისტრალურ და სისტემურ პროექტებზე. ინტენსიურად გრძელდბა რიკოთის გზაზე, ეს არის საუკუნის პროექტი, სადაც გათვალისწინებულია 51 კმ-ზე 53 გვირაბისა და 96 ხიდის მშენებლობა, ამ ეტაპზე, 39 გვირაბზე და 53 ხიდზე მიმდინარეობს მშენებლობა აქედან 5 გვირაბი უკვე გაჭრილია. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ დაწინაურებულია, ცხადია უფრო მეტი პროგრესი გვქონდა გეგმაში, თუმცა პანდემიამ გარკვეული გავლენა იქონია, მიუხედავად ამისა სამუშაოები არ შეჩერებულა და 2021 წლისთვის ვფიქრობთ, რომ ბევრად უფრო ინტენსიური იქნება ეს სამუშაოები და პროექტისთვის გარდამტეხი.
ასევე, გამოვყოფდი ქვეშეთი-კობის პროექტს, სადაც, 2020 წელს კოვიდის გამო სამობილიზაციო და სამშენებლო სამუშაოების დაწყება უფრო ოდნავ დაგვიანდა. თუმცა, ქვეშეთი-კობის გზის პროექტი შეიძლება ითქვას, რომ უკვე დაიწყო და 2021 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩამოვა TBM-ის მანქანა, რომელმაც უნდა გაბურღოს 9 კმ-იანი გვირაბი. ეს გვირაბი ნამდვილად უპრეცენდენტოა როგორც ჩვენთან კავკასიის რეგიონში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით, არც ისე ბევრია ასეთი მასშტაბური გვირაბი და მათ შორის ნამდვილად ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქვეშთი-კობის გვირაბი. 2021 წელს გაგრძელდება მთის გზების პროექტი. 2021 წელსვე დასრულდება იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია. ასევე გაგრძელდება აქტიური სამუშაოები ბაღდათი-აბასთუმნის მიმართულებით. შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და 2021 წელს ხიდების რეაბილიტაცია დასრულდება. მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად ჩვენს პროექტებში 10 000 კაცამდე იყო დასაქმებული 2020 წელს. აქდან ნახევარი მოდის მაგისტრალურ გზებზე, მიუხედავად იმისა, რომ საერათშორისო კომპანიები არიან ჩართულები, საქართველოს მოქალაქეების დასაქმება არის მაღალი. 2021 წელს, ასევე ვიწყებთ სახელმწიფო დაფინანსებით კახეთის მიმართულებით პირველი 35 კმ-ს თბლისი-საგარჯოს გზის მშენებლობას, რაც ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა რაც ჩვენ რეგიონულ ჭრილში ქალაქების კუთხით განვახორციელეთ. ქუთაისში, ზუგდიდში და ფოთში ჯამში 113 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება, საიდანაც 40 ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასრულბულია, ხოლო დანარჩენ მათგანზე სამუშაოები 2021 წელს დასრულდება – ამბობს ირაკლი ქარსელაძემ.
როგორც მან აღნიშნა, 1 მილიარდ 315 მილიონი ლარი იყო 2019 წლის დეკემბერში დამტკიცებული 2020 წლის ბიუჯეტი, ეს კოვიდამდე დამტკიცებული ბიუჯეტია და სწორედ ამ ციფრთან მიმართებაში უკვე 112%-ზე მეტია შესრულებული.
„ჩვენ ჯერ კიდევ კოვიდამდე დაგეგმილი ბიუჯეტი შევასრულეთ გადაჭარბებით, ბუნებრივია წლის განმავლობაში კოვიდის გათვალისწინებით კორექტირება მოხდა და გადაჭარბება იქ პროცენტულად გაცილებით მეტია. შეიძლება თამამად ითქვას რომ, სწორედ ჩვენი მეცადინეობით, მაგისტრალური პროექტები არ შეჩერებაულა და სხვა პროექტები ჩვენი კონტარქტორების და საზდამხედველო კომპანიების მაღალი ჩართულობით შედეგის მომტანია. ანუ წლევანდელი შესრულება კიდევ უფრო დიდია ვიდრე 2019 წლის მაღალი მაჩვენბელი იყო, დაახლოებით 80-85 მილიონი ლარით მეტი შესრულდა წელს და 2021 წელი კიდევ უფრო მასშტაბური უნდა იყოს – აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.