გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

26/02/2023

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე, პირველ მოადგილესთან- ქრისტინა კობახიძესთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან- ასლან საგანელიძესთან, თემის მაჟირიტართან დავით გოგსაძესთან და სოფლის რწმუნებულთან გია ჩიხრაძესთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ველევის თემში იმყოფებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობასთან ერთად ჩართული იყვნენ საუბნო გზების გაწმენდაში, რომელიც გაუვალი იყო თოვლის შედეგად დაზიანებული ტოტებისაგან. ამ დროისთვის გზების გაწმენდითი სამუშაოები სოფელ კვირიკეწმინდასთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს, ზემო თლუღი-წკადისი-სხარტალის, ცახი-გოგოლათის, ნიკორწმინდა- კაჩაეთის და ქვედა შავრა-ნამანევი- ხონჭიორის მიმართულებით. თოვლწმენდასთან ერთად, პარალელურად მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები. ამ დროის მონაცემებით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა მუნიციპალიტეტის 48 სოფელში. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შექმნილი ვითარება და მაქსიმალურად მოკლე დროში ყველა სოფლამდე მისასვლელი გზა გახსნან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0