გვირილობის დღესასწაულმა დღის მეორე ნახევარში ტრადიციულად მუხრანის ტყეში გადაინაცვლა

02/05/2017

გვირილობის დღესასწაულმა დღის მეორე ნახევარში ტრადიციულად მუხრანის ტყეში გადაინაცვლა. აქ გამართული ღონისძიებების ორგანიზატორი იმერთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაა.
მუხრანის ტყეში ყველა მუნიციპალიტეტს საკუთარი კუთხე ჰქონდა მოწყობილი, სადაც ადგილობრივი მუსიკა, ქორეოგრაფია და სამზარეულო იყო წარმოდგენილი. წელს იყო სიახლეც, მუნიციპალიტეტებმა ხალხური რეწვის ნივთების გამოფენა–გაყიდვა გამართეს და დამთვალიერებლს ამა თუ იმ ნივთის დამზადების ადგილზე გაცნობის საშუალება ჰქონდა. ასევე, ქართულ ჭიდაობაში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც იმერეთის რეგიონის ფალავნები მონაწილეობდნენ.
ასევე გვირილობის დღესასწაული ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში სასიამოვნო სიახლით აღინიშნა. დღეიდან მისულ დამთვალიერებელს ქართული ფილმის პერსონაჟების: პიპინია და აგული ერისთავების, მათი ძაღლის პერისა და ბატონი ბონეს კონსტრუქციების ნახვა შეეძლება. ახალი კონსტრუქციები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ქალაქის დღესასწაულზე მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს.
“გვირილობა 2017” – ის ფარგლებში ქალაქში 30 – მდე ღონისძიება გაიმართა. სახალხო ზეიმი გალა–კონცერტით დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0