“გვირილობა 2018” მუხნარის ტყეში განსხვავებულად, საქველმოქმედო ღონისძიებით, აღინიშნა

02/05/2018

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, “გვირილობა 2018” მუხნარის ტყეში განსხვავებულად, საქველმოქმედო ღონისძიებით, აღინიშნა. იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებმა ტრადიციული სამზარეულოს ნაცვლად მცირე პერფორმანსები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტები და რეწვის ნიმუშები წარმოადგინეს. გამოფენა–გაყიდვებიდან შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება. აღნიშნული მიზნით მუხნარის ტყეში მთელი დღის განმავლობაში დადიოდნენ “გიმნაზისტი გოგონები”, რომლებიც გვირილების თაიგულებს ყიდდნენ.

“რადგან ,,გვირილობა“ დაკავშირებული იყო ქველმოქმედებასთან და სიკეთის კეთებასთან, გადავწყვიტეთ გავაცოცხლოთ ძველი ტრადიცია და საუკუნის შემდეგ ისევ დავეხმაროთ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს”. – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა.

გვირილობა (თეთრი გვირილის დღე) მე – 20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისში დამკვიდრებული საქველმოქმედო დღესასწაული იყო, რომელიც ტუბერკულოზით დაავადებულთა დახმარებისა და სოლიდარობის ნიშნად ტარდებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0