გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა ხარაგაულში ჩხერიმელას ხეობის სოფლებში პრობლემები შექმნა

08/06/2019

ხარაგაულში სტიქიის ზონაში იმყოფებიან იმერეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე, ზვიად შალამბერიძე და ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე. მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე ითვლიან მიყენებულ ზარალს. გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა ხარაგაულში ჩხერიმელას ხეობის სოფლებში პრობლემები შექმნა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და წაღებულია ხიდები. გზების გაწმენდა მიმდინარეობს. შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0