გერმანიაში მატარებელზე თავდასხმა 17 წლის ავღანელმა მამაკაცმა განახორციელა

19/07/2016

მატარებელზე თავდასხმა, სავარაუდოდ, 17 წლის ავღანელმა მამაკაცმა განახორციელა. უცხოური მედიის ინფორმაციით , თავდამსხმელი, რომელიც სამგზავრო მატარებელში შეიჭრა და რამდენიმე ათეული ადამიანი დანით დაჭრა, ლიკვიდირებულია.
არსებული მონაცემებით, დაშავებულთა რაოდენობა 20-ს აღწევს. 3 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია, 1 მსუბუქად არის დაჭრილი, 14 კი შოკირებულ მდგომარეობაში იმყოფება.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ვიურცბურგი – ჰეიდინგსფილდის და ოქსენფურტის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეჩერებულია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0