გენერალური შტაბის უფროსი თურქეთის შეიარაღებული ძალების დივიზიის მეთაურს შეხვდა

25/05/2016

საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე თურქეთის შეიარაღებული ძალების დივიზიის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ჰალილ ერგინს შეხვდა.
გენერლებმა შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების საკითხი და არსებული გამოწვევები განიხილეს. მხარეებმა ორმხრივ შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე. გენერალ-ლეიტენანტმა ჰალილ ერგინმა ცალსახად აღნიშნა თურქეთის საქართველოსადმი ურყევი მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის კუთხით.
ორმხრივ შეხვედრას საქართველოს ავიაციისა და საჰაერო ძალების სარდალი, პოლკოვნიკი დავით აბრამიშვილი, საქართველოს და თურქეთის ატაშეები დაესწრნენ.
თურქეთის შეიარაღებული ძალების დივიზიის მეთაურთან შეხვედრა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) ფარგლებში გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0