გაჩერებული ეკონომიკის პირობებში, როდესაც ნედლეულის მოთხოვნა მცირდება, საბოლოო ჯამში, შესაძლოა მაღაროები დახურვის გზით წავიდეს, – ამის შესახებ აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ ტყიბულის პრობლემები წინა ხელისუფლებას დააბრალა.
“მინდა შეგახსენოთ რას ჰპირდებოდით ხალხს. არ გამკვირვებია, რომ 2006 წლის მდგომარეობა არ იცოდეთ, მაგრამ გეშლებათ ისე, როგორც თქვენ გჭირდებათ. 2006 წლამდე შახტები უბრალოდ გაჩერებული იყო და პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ყველა მაღარო ფეხდაფეხ გვაქვს მოვლილი და ყველა მაღაროში პრეზიდენტი პირადად იყო ჩასული, რომ ყველაფერი გაგვეკეთებინა, რათა შახტები ამუშავებულიყო. დღეს საქართველოს ხელისუფლებამ არც კი იკადრა და არც ერთი მისი წარმომადგენელი ტყიბულელ მეშახტეებთან არ გამოჩენილა. მე მინდა გაგახსენოთ თქვენ, თქვენი დაპირებები, ბატონი “ბიძინა მართალის” დაპირებები ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ უამრავ მაღაროს გახსნიდა და ადამინები თურმე ხელის გაუნძრევლად მოიპოვებდნენ ქვანახშირს. გაგახსენებთ იმასაც, როგორ უმტკიცებდით მოსახლეობას, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ე.წ. მაღალმთიანის სტატუსი მოუხსნა ტყიბულს და სხვა რაიონებში კიდევ სხვა რაიონის მოსახლეობას. დღეს ირკვევა, რომ თურმე ეს სტატუსი მოუხსნა არა წინ ხელისუფლებამ, არამედ მოუხსნა თქვენმა ხელისუფლებამ და ეს სტატუსი უნდა აღუდგეს არამარტო ტყიბულის მოსახლეობას, არამედ უნდა აღუდგეს ყველას ვისაც ეს მოეხსნა, რადგან ის თავის დროზე მიენიჭა რაღაც არგუმენტების გამო”, – განაცხადა ბობოხიძემ.
პრობლემა არის ის, რომ შეიძლება ტყიბულელი მეშახტეები იგივე თანხას იღებენ, რასაც 2010 და 2011 წლებში ღებულობდნენ, მაგრამ დღეს ის ფული უკვე სხვა ფულია და არის იმის ნახევარი რაც იყო წლების წინ.
“გაჩერებული ეკონომიკის პირობებში, როდესაც ნედლეულის მოთხოვნა მცირდება საბოლოო ჯამში შესაძლოა მაღაროები დახურვის გზით წავიდეს”, – განაცხადა ბობოხიძემ.