გასვლით სესიაზე ჯანდაცვის სამინისტრომ ანგარიში წარადგინა

02/04/2018

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წინაშე ანგარიში წარადგინა. გასვლით სესიაზე ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამები განიხილეს. ასევე, ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებათა განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების თაობაზე იმსჯელეს. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0