გარედან ვერაფერი მოგვიხერხეს და შიგნიდან მოინდომეს ჩვენი განადგურება

21/08/2016

მოძრაობა “ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

“ყველას გასაგონად!!! მაშინ როდესაც რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფს ვერაფერი მოუხერხეს, ახალი ტაქტიკა გამოიყენეს და ჩვენი მარგინალურ ჯგუფებთან შეერთება მოინდომეს, რათა რეფერენდუმის იდეა მოეკლათ. რატომ???ძალიან შეეშინდათ, გარედან ვერაფერი მოგვიხერხეს და შიგნიდან მოინდომეს ჩვენი განადგურება. რეფერენდუმმა შეაზანზარა ქართველთმოძულეთა ჩაბეტონებული ბატონობა. მაშინ როდესაც თანამდებობიდან წამოვედი და სამმა აბსოლიტურად უსახსრო ქართველმა ზვიად ტომარაძემ, სოსო მანჯავიძემ და მე დავიწყეთ უთანასწორო ბრძოლა ერსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ არავის სჯეროდა, რომ უზარმაზარ მახინას შევაზანზარებდით. ყველა სტრუქტურა ჩვენს წინააღმდეგ იყო. ბევრი შინაურულად გვაფრთხილებდა, რომ ვერაფერს შევძლებდით, სამაგიეროდ დიდ მტრებს გავიჩენდით. შემდეგ ორი ქართველი მერაბ შათირიშვილი და გიორგი გიგაური შემოგვიერთდა. ვერც კი წარმოიდგენთ რა სიძნელეები გადავლახეთ. თვით უკიდურესი სკეპტიკოსებიც დავარწმუნეთ რომ უკომპრომისო ბრძოლას აზრი აქვს. ნახევარმა მილიონმა ქართველმა მხარი დაგვიჭირა. ასეთი ერთსულოვნობა დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ არავის ახსოვს. უცხოელებს რომ ვუთხარით 700 ლარი დაგვიჯდა ნახევარი მილიონი ხელმოწერის შეგროვება თქო არ დაგვიჯერეს. არ დამავიწყდება 80 წლის ცოლ-ქმარი, რომლებიც ჩვენთან მოვიდნენ 100 ხელმოწერა მოგვიტანეს და წასვლისას პენსიიდან დარჩენილ 50 ლარს გვიტოვებდნენ ხელმოწერების შესაგროვებლად დასახმარებლად. რეფერენდუმის ხელმოწერების შეგროვების პროცესი ქართველთა ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. ავაზაკმა პრეზიდენტმა ყველას სულში ჩაგვაფურთხა და მას ამას არ ვაპატიებთ, მიზანსაც მივაღწევთ, ერთსქესიან ქორწინებასაც ავკრძალავთ, ანტიდისკრიმინაციულ კანონსაც გავაუქმებთ, მართლმადიდებლობას სახელმწიფო რელიგიად გამოვაცხადებთ, უცხოელებისთვის ქართული მიწის მიყიდვას ავკრძალავთ,საემიგრაციო კანონს გავამკაცრებთ აფრიკის და აზიის ქვეყნებისთვის, უცხოურ სასოფლო პროდუქციაზე უდიდეს გადასახადს დავაწესებთ და ქართველ გლეხებს ყველანაირად ხელს შევუწყიბთ, ქართველს თავის ქვეყანაში ქვეყნის პატრონად ვაქცევთ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ილიას, ზვიადის და მერაბის საოცნებო იდეებისთვის ვიბრძოლებთ და სოროსს, ბოკერიებს, რესპებს, ნაცებს სხვა ქართველთმოძულეებს წელში გავტეხავთ, რატომ????იმიტომ რომ-ჩვენთან არს ღმერთი !!!!!!!!! P.S.ესაა პასუხი კითხვაზე რატომ მივდივარ და სად. არავის ძაგებას არ ვაპირებ. მხოლოდ ერთს ვიტყვი-ბილწს არ შევეჯვრი ზავითა!!!!!”- -აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0