გარდაბნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

29/03/2018

გარდაბნის მუნიციპალიტეტში რწყვის რეჟიმის გაუმჯობესების მიზნით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 9 კმ სიგრძის სარწყავ არხს, დამონტაჟდა ახალი მილხიდები, წყალგამშვები ფარები და გამანაწილებელი კვანძები. არხის ფერდებსა და ძირზე მოეწყო რკინა-ბეტონის მონოლითური ფილები. ჩატარებული სამუშაოების შედეგად წყლის მიწოდება გაუმჯობესდა 900 ჰექტარ მიწის ფართობზე. აღნიშნული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობით სარგებლობენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლები – ვახტანგისი, ჯანდარა და ნაზარლო. პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „საქართველოს მელიორაციამ“ განახორციელა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0