საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 მაისის №956 განკარგულების თანახმად, 2016 წლის ბოლომდე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიკაცია დასრულდება.
საერთო ჯამში, 1536 კომლი მიიღებს გაზს:
ლემშვენიერა – 428 ოჯახი
მარტყოფი, მებაღეობის დასახლება – 177 ოჯახი;
ახალი სამგორი – 310 ოჯახი;
აღთაკლია – 36 ოჯახი;
ნაზარლო – 270 ოჯახი;
ქესალო – 290 ოჯახი;
ბირლიკი – 10 ოჯახი;
თაზაქენდი – 10 ოჯახი;
კალინინო – 5 ოჯახი;
პროექტს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ფოლადაანთკარში 600 კომლის გაზიფიცირება უკვე მიმდინარეობს, სადაც სამუშაოები საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №303 განკარგულების საფუძველზე ხორციელდება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 10 სოფელს ბუნებრივი აირი ექნება
03/06/2016