გარდაბნის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა უკვე მიმდინარეობს. სოფელ ჯანდარაში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნული პროექტის საერთო ღირებულება 44 999 ათასი ლარს შეადგენს. სამუშაოებს ინდმეწარმე „ქრისტინე სარაშვილი“ ასრულებს. სოფელ კალინინოში კი საბავშვო ბაღის შენობას შპს „დემა 2008“ გაარემონტებს, რისთვისაც 119 473 ათასი ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო სოფელ ნაზარლოს საბავშვო ბაღშიც, სადაც სამუშაოებს შპს „დემა 2008“ 134 076 ათას ლარად განახორციელებს. სოფელ მარტყოფში, ახალსოფელსა და საცხენისში კი საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სამივე სოფლის შიდა გზების რეაბილიტაციისთვის 627 997 ათასი ლარია გამოყოფილი. შემსრულებელი კი შპს „ქვენიფნელი“ გახლავთ.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო
11/05/2016