გარდაბნის მუნიციპალიტეტში ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

20/03/2024

19 მარტს სახალხო დღესასწაულს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი, პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი, გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატი პარლამენტში, ზაურ დარგალი, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატი პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილი, გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე, მიხეილ გედეხაური, რწმუნებულის მოადგილეები: ილია ჯალაღანია და კახა კობერიძე ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ცეცხლის ანთების ცერემონიალი, „ქოსა-ქეჩალის“ თეატრალური პერფორმანსი, მოეწყო საგამოფენო სივრცეები, გასტრონომიული ზონა, გასართობი შოუ-პროგრამა პატარებისთვის და ჩემპიონატი ნარდსა და შაშში. სადღესასწაულო ღონისძიება ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების, სამუსიკო სკოლების, დიტო ქისიშვილისა და აფიკ ნოვრუზოვის კონცერტით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს იუნესკოს სამიტზე ნოვრუზ ბაირამი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, 2010 წელს კი, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0