გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ახალი მუნიციპალური სერვისის – „ქალთა ოთახის“ პრეზენტაცია შედგა. ღონისძიებაში ანსამბლი „ბეთანია“, გარდაბნის კულტურის ცენტრთან არსებული ხალხური სიმღერების შემსწავლელი წრის, სოფელ გამარჯვების ფილიალის ხელმძღვანელი ნინო ცელაძე და კულტურის ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „გამარჯვება“ მონაწილეობდნენ.
„ქალთა ოთახის“ გახსნას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ჯამარაული, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და ქვემო ქართლში მოქმედი „ქალთა ოთახების“ მენეჯერები ესწრებოდნენ.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ–გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას. ხელმძღვანელმა პირებმა „ქალთა ოთახის“ დანიშნულებაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ახალი მუნიციპალური სერვისი დადებით როლს ითამაშებს მუნიციპალიტეტში ქალთა როლის გაზრდასა და მათ პროფესიულ განვითარებაში. ხელმძღვანელებმა ორგანიზაციას მომავალ საქმიანობაში სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.