ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი შატაკიშვილი და გარდაბნის მერი, დავით კარგარეთელი სოფელ მარტყოფში, ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს „აპარნობა“-ს დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში, აპარნის ველზე სპორტული აქტივობები დოღში, ქართული ჭიდაობასა და მკლავჭიდი გაიმართა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სპორტსმენები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს. აღსანიშნავია, რომ აპარნობის სახალხო დღესასწაული, ტრადიციულად ყოველ წელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, აპარნის მთაზე არსებულ წმ.გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება.
გარდაბანში სახალხო დღესასწაული ,,აპარნობის“ გაიმართა
08/05/2022