ქალაქ გარდაბანში საბავშვო ატრაქციონების მშენებლობა მიმდინარეობს, ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია ნინოშვილის ქუჩის მიმდებარედ. მოედნის ტერიტორიაზე დაიგო დეკორატიული ფილები, დაიდგა სკამები, ურნები, მოეწყო სათამაშო ზონა პატარებისთვის – საქანელებით, კომბინირებული სასრიალოებითა და კარუსელებით. აღნიშნული ლოკაციის გარდა საბავშვო სკვერები სიხნოს ქუჩის მიმდებარედ, თბილსრესის დასახლებაში, აღმაშენებლის ქუჩის №2 და №4 ქუჩების კვეთაზე აშენდება.
ტენდერში გამარჯვებულ შპს „ჯეო პარკს“ სამუშაოების დასასრულებლად დრო 17 ივლისამდე აქვს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 114 000 ლარს შეადგენს.
გარდაბანში საბავშვო ატრაქციონების მშენებლობა მიმდინარეობს

20/06/2017