განხორციელდა უკანონოდ ხელმოწერილი უკანონო ხელშეკრულების უკანონო რატიფიკაცია

17/04/2016

განხორციელდა უკანონოდ ხელმოწერილი უკანონო ხელშეკრულების უკანონო რატიფიკაცია, – ასე ეხმაურება სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის დუმის მიერ მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულების რაფიტიცირებას. მინისტრის თქმით, ადგილი აქვს ოკუპაციის გაგრძელებას.

„ამ დოკუმენტზე საუბრისთვის დროის ხარჯვა არ მიმაჩნია სწორად, რადგან დიდი ხნის წინ გვქონდა უკვე საუბარი, თუ რამდენად უკანონოა ეს ყველაფერი. ეს მსოფლიოს მიერ დაგმობილია და არარად არის ცნობილი. რაც მოხდა, არის ოკუპაციის გაგრძელების ნაწილი“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0