განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს სამედიცინო ეტლები გადაეცათ

25/04/2016

გურიის რეგიონში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს სამედიცინო ეტლები გადაეცათ.
საერთაშორისო ასოციაციაციის ‘’საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის’’ მიერ აღნიშნული დახმარება ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 50 ბენეფიციარს გაეწია.
პროექტის ფარგლებში ასევე, საქველმოქმედო ასოციაცია ,,გურიას“ დღის ცენტრში განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ ბავშვებს ტანსაცმელი დაურიგდათ.
სამედიცინო ეტლები მოქალაქეებს გურიის გუბერნატორის მოადგილემ, ასოციაცია ‘’საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის’’ თავმჯდომარემ მაია კვეზერელმა, ამერიკელმა დონორებმა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა პირადად გადასცეს.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო უდიდესი მხარდაჭერისთვის ორგანიზაციის თავმჯდომარეს მაია კვეზერელსა და ამერიკელ დონორებს. „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით გურიაში 50 სამედიცინო ეტლი დარიგდა. ამავე ორგანიზაციამ გასულ წელს რეგიონში მცხოვრებ 21 განსაკუთრებულ საჭიროების მქონე პირს აქტიური ეტლი გადასცა. ასევე, აღნიშნული ორგანიზაცია ყოველთვიურად ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც ერთ წლამდე ბავშვი ჰყავთ საჩუქრად „ჰუმანას“ პროდუქციას გადასცემს. პროდუქციას სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ. ჩვენთვის სოციალური სფერო პრიორიტეტულია. აქედან გამომდინარე მოქალაქეებისთვის სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, გურიის სამხარეო ადმინისტრაცია აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას კვლავ გააგრძელებს,“- აღნიშნა გუბერნატორის მოადგილემ, ქეთევან მოისწრაფეშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0