განმუხურში მულტიფუნქციური ცენტრი აშენდება

24/01/2017

მიმდინარე წელს, განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იგეგმება. ცენტრში საზოგადოებრივი მომსახურების სხვადასხვა სახეობები განთავსდება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩამოსულ ტურისტებს მოემსახურება. მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა გააუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას და ტურისტთა მომსახურეობის სისტემას. ადგილი, სადაც მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იგეგმება, გამგებლის პირველმა მოადგილემ მამუკა წოწერიმ, გამგეობის ეკონომიკური პროგრამების და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0