განმუხური-სარფის მონაკვეთზე ზღვამ დელფინები გამორიყა

25/03/2016

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპიროზე დელფინების გამორიყვის ფაქტები გამოვლინდა. როგორც სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურში განმარტავენ, ძუძუმწოვრების (დელფინების) გამორიყვის ფაქტები შესაძლოა განპირობებული იყოს დელფინთა მორბილვირუსული ინფექციით.

“გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახური მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს სპეციალისტები კვლევებს აწარმოებენ, ამჟამად განმუხური-სარფის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 19 ფაქტი დაფიქსირდა”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0