განვიხილეთ მუნიციპალიტეტების წინაშე არსებული გამოწვევები

24/04/2019

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ხელმძღვანელობით საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
“შევხვდი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს და მოვისმინე დეტალური ანგარიში მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ. განვიხილეთ მუნიციპალიტეტების წინაშე არსებული გამოწვევები და ერთობლივად ვიმსჯელეთ საჭიროებებზე რეაგირების გზებზე. ამ ეტაპზე მცხეთა-მთიანეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დაიწყო გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმის მშენებლობა სოფელ ჩოხში. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება მუხრანის, ნატახტარისა და დაბა თიანეთის კულტურის სახლებს, საჯარო სკოლებს ქალაქ მცხეთაში, სოფელ ლისში და სოფელ ნავაზში. მუნიციპალიტეტების მასშტაბით მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების სისტემების მოწყობის სამუშაოები. ახლახანს დასრულდა გზების კეთილმოწყობა მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში – დაბა თიანეთის, ჭურჭელაურების, ზარიძეების, ჯიჯეთის, არაშენდასა და შანკევანის მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლოს. აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების განხორციელება მცხეთის მუნიციპალიტეტში. სამუშაოები ეტაპობრივად თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებშიც დაიწყება”- განაცხადა შალვა კერესელიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0