პირველად საქართველოს განათლების ისტორიაში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით იწყებს.
ექსპერტთა ჯგუფს ლიტვის და კვიპროსის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების აკრედიტაციის ექსპერტი და კვიპროსის ღია უნივერსიტეტის პროფესორი პანთელის იფსილანთისი ხელმძღვანელობს. ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში ასევე შედიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, დამსაქმებელი და სტუდენტი.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით იწყებს
25/08/2017