განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში სკოლამდელი განათლების საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

13/02/2024

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული სკოლამდელი განათლების საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე საქმიანობის დღის წესრიგი განსაზღვრეს. საბჭოს თავმჯდომარემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა რიმა ბერაძემ საბჭოს წევრებს კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო და სკოლამდელი განათლების მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება.
რიმა ბერაძემ საბჭოს სხდომაზე თემატური მოკვლევის – „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მდგომარეობისა და ადამიანური რესურსების გავლენა ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე“ შედეგები წარადგინა. მისი თქმით, თემატურ მოკვლევაში სკოლამდელი განათლების დაწესებულებების წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები და მათი მოგვარების გზებია ასახული.

„სხდომაზე სკოლამდელი განათლების მიმართულებით საინტერესო წინადადებები და მოსაზრებები გამოითქვა. განვიხილეთ თემატური მოკვლევის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები. ვისაუბრეთ ბაღის აღმზრდელ-პედაგოგობების გადამზადებისა და ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0