განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება 40 მლნ ლარით იზრდება

13/07/2021

განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება 40 მლნ ლარით იზრდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, სადაც საქართველოს 2021 სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 15 მლნ ლარამდე ემატება განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს პირველკლასელთათვის კომპიუტერების შესასყიდად;

9,3 მლნ ლარი გამოიყოფა იმ 90-მდე სკოლის ინვენტარიზაციისთვის, რომელთა რეკონსტრუქცია დასრულდა;
6 მლნ ლარი ემატება დისტანციური სწავლების გასაგრძელებელ და ხელშესაწყობ ხარჯებს;
4,8 მლნ ლარი გამოიყოფა ტრანსპორტირების ხარჯებისთვის;
3 მლნ ლარი დამატებით გამოიყოფა სკოლებში პირადი დაცვის საშუალებების შესყიდვისთვის.
2 მლნ ლარი გამოიყოფა არაქართულენოვანი სკოლების მე-8 კლასის გრიფირებაგავლილი წიგნების ბეჭდვისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0