განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პედაგოგებს შეხვდა

16/07/2016

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დასავლეთ საქართველოში ვიზიტს და პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს. მინისტრი ამჯერად ლანჩხუთის მინიციპალიტეტის განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სახელით პედაგოგებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის და აღნიშნა რომ, მასწავლებლის საქმიანობა და როლი უმნიშვნელოვანესია ახალი თაობის აღზრდასა და ზოგადად ქვეყნის განვითარების საქმეში. განათლების მინისტრთან შეხვედრას 200-მდე პედაგოგი ესწრებოდა. მინისთრმა მათთან განათლების სფეროს მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა და ყველა დასმულ შეკითხვას გასცა პასუხი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0