განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა

27/12/2023

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც 2023 წლის კომიტეტის საქმიანობა შეაჯამა და 2024 წლის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები განიხილა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2023 წელს კომიტეტის 35 სხდომა ჩატარდა. კომიტეტმა 26 კანონპროექტი განიხილა. საანგარიშო პერიოდში, კომიტეტმა 2 საერთაშორისო ხელშეკრულება და 2 საკანონმდებლო წინადადება განიხილა. კომიტეტში 391 შეხვედრა ჩატარდა. ​სამუშაო შეხვედრაზე 2024 წლის სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია განიხილეს. ​კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის თქმით, სამოქმედო გეგმის პროექტი საკონსულტაციო საბჭოს წევრებს გადაეგზავნებათ, რის შემდეგაც, კომიტეტი საბოლოო ვერსიაზე იმსჯელებს და სამოქმედო გეგმას თებერვალში დაამტკიცებს. ​სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ივანე ხაჩიძე.
შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0