განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები გიორგი ამილახვარს შეხვდნენ

28/04/2023

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის წევრები, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს შეხვდნენ. გიორგი ამილახვარმა კომიტეტის წევრებს სამინისტროს სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრაზე განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე იმსჯელეს.

„მოვისმინეთ მინისტრის გეგმები. მას აქვს ძალიან კარგი ხედვა თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მნიშვნელოვან საკითხებზე გვაქვს პოზიციათა თანხვედრა, რაზეც გავაგრძელებთ აქტიურად თანამშრომლობას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0