განათლებით ყველა მთავარი ეროვნული მიზნის მიღწევაა შესაძლებელი

15/11/2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დაათვალიერა. ბიბლიოთეკაში დანერგილია თანამედროვე ტექნოლოგიები, განხორციელდა ძველი და უნიკალური წიგნების რესტავრაცია და კონსერვაცია, მათი ელექტრონული ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების შედგენა და მაღალი ხარისხის ელექტრონული ვერსიების დამზადება. პრემიერ-მინისტრი უნივერსიტეტში სტუდენტებს, ახალგაზრდა სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდა და მათ განათლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

“მინდა გითხრათ, რომ განათლებით ყველა ეროვნული მიზნის მიღწევაა შესაძლებელი. მისასალმებელია,რომ ქუთაისში ასეთი ბიბლიოთეკა გაიხსნა. კარგია, რომ ბიბლიოთეკა მოემსახურება არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და მთლიანად რეგიონს. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბიბლიოთეკას მალე დაემატება ბიბლიოთეკას ბიზნესინკუბატორი. უკვე არსებობს თანამედროვე ლაბორატორია, სადაც ახალგაზრდები ახდენენ თავიანთი ბიზნეს იდეების რეალიზებას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, ქუთაისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ოლიმპიური აუზი აშენდეს.

“ამასთან ერთად ჩვენ გვქონდა შეხვედრა ჩვენს სახელოვან სპორტსმენებთან. ქუთაისს აქვს ძალიან დიდი ტრადიციები წყალბურთში და სპორტის ამ სახეობაში ჩვენი ისტორიის ყველაზე წარმატებული ფურცლები სწორედ ქუთაისის სკოლამ დაწერა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ხანია მზადდებოდა. ქუთაისში დაიწყება ოლიმპიური აუზის მშენებლობა, რომელიც ნებისმიერ ტურნირს უმასპინძლებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

წყალბურთში და სპორტის ამ სახეობაში ჩვენი ისტორიის ყველაზე წარმატებული ფურცლები სწორედ ქუთაისის სკოლამ დაწერა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ხანია მზადდებოდა. ქუთაისში დაიწყება ოლიმპიური აუზის მშენებლობა, რომელიც ნებისმიერ ტურნირს უმასპინძლებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0