ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის ინიციატივით, ბორჯომში გამწვანების აქცია გაიმართა.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად აქციაში ჩაერთვნენ საჯარო სკოლების ეკო-კლუბების წევრებიც.
გამგებლის პირველი მოადგილის ანზორ სვანიძის განცხადებით, ინიციატიცის ფარგლებში 100 ბზის ნერგი პირველი საჯარო სკოლის ეზოში გადანაწილდა, წყავისა და ლაგესტრემიას ხეები სანაპირო სკვერში დაირგო.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის გამწვანების აქციის ეს მხოლოდ პირველი ეტაპი იყო. გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის ივანე შალუტაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში მეორე ეტაპიც განხორციელდება, რომლის დროსაც 50-ზე მეტი ახალი ხე-მცენარის შემოტანა და დარგვაა დაგეგმილი. ბორჯომისათვის უცხო და ეგზოტიკური სახეობები ჩვენს ქალაქს უფრო მეტ ფერებსა და სილამაზეს შესძენს.
გამწვანების აქციის ფარგლებში 100 მეტი ბზის, წყავისა და ლაგესტრემიას ნერგი დაირგო
14/04/2016