გამწვანების აქცია ქალაქ მცხეთაში

18/03/2016

საგაზაფხულო სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ, სატყეო სააგენტოს, ქალაქ მცხეთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგნელებთან ერთად, გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველოს“ და სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქ მცხეთაში, დაახლოვებით 3000 კვ. მიწის ფართობზე 100 ძირამდე ფიჭვის, ცაცხვისა და ნეკერჩხლის ნერგი დაირგო.
ანალოგიური აქცია მომავალშიც გაგრძელდება და საერთო ჯამში, მცხეთის მუნიციპალიტეტში 400 ძირი ნერგი დაირგვება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0