გამყოფ ხაზთან მდებარე მერეთის თემის სოფლების სავარგულების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით საირიგაციო სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

20/10/2017

გამყოფ ხაზთან მდებარე მერეთის თემის სოფლების სავარგულების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით საირიგაციო სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
ახალი საირიგაციო ქსელით გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის – მერეთის, გუგუტიანთკარის, ზარდიაანთკარისა და კოშკას 282 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება წყალუზრუნველყოფილი.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 1.7 მლნ ლარს შეადგენს, 2017 წლის ბოლოსთვის დასრულდება.
012 წლის ოქტომბრიდან შიდა ქართლის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო 45 პროექტი. შედეგად, რეგიონში წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 20 855 ჰექტრამდეა გაზრდილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0