გამოძიების პროცესში ეკოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელის გადაყენება მიზანშეუწონლად მიმაჩნია

26/08/2016

გამოძიების პროცესში, ვიდრე კონკრეტული პირების ბრალეულობა არ გამოიკვეთება, ეკოლოგიის სამსახურის ხელმღვანელის გადაყენება მიზანშეუწონლად მიმაჩნია, – ამის შესახებ დავით ნარმანიამ არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის იმ მოთხოვნის კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ისინი ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გადადგომას მოითხოვენ.რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, რომ დავით ნარმანიამ თანამდებობა დატოვოს, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

“გამოძიების პროცესში, ვიდრე კონკრეტული პირების ბრალეულობა არ გამოიკვეთება, მანამდე ხელების გაშვერა სამსახურის უფროსის ან მისი მოადგილის მისამართით, ჩემი აზრით, მიზანშეუწონელია. მეორე მხრივ, ეს მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარეც არ უნდა მოხდეს, რადგან არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია, რაც ყველამ უნდა დავიცვათ”, – განაცხადა ნარმანიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0