გამოსამშვიდობებელი შეხვედრა არამ გრიგორიანთან

23/03/2016

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ სომხეთის გენერალური კონსული არამ გრიგორიანი მიიღო. კონსულს აჭარაში მოღვაწეობის ვადა ამოეწურა. გამოსამშვიდობებელ ვიზიტზე მისი ბათუმში მოღვაწეობის პერიოდი შეაფასეს და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე განხილულ იქნა ასევე მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებიც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0