გამორიცხული არ არის, რომ ტერორისტების მომდევნო სამიზნე გერმანია გახდეს

26/03/2016

გერმანიის იუსტიციის მინისტრი ჰაიკო მაასი არ გამორიცხავს, რომ ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ ტერორისტების მომდევნო სამიზნე გერმანია გახდეს. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა “ზუდდოიჩე ცაითუნგს” განუცხადა.

მისი თქმით, გერმანია ტერორისტების პოტენციური სამიზნეა. მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის უსაფრთხოების სამსახური ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აღკვეთოს მსგავსი თავდასხმები და დაიცვას ქვეყნის მოქალაქეები. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გუშინ, ბრიუსელის ტერაქტებში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0