გამოკითხულთა 72% მიიჩნევს, რომ ევროპაში უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს

11/04/2016

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 72% მიიჩნევს, რომ ევროპაში უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს. კვლევის მიხედვით, მოსაზრებას, რომ ”უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს თქვენნაირ ხალხს”, არ ეთანხმება 18%, ხოლო პასუხი – ”არ ვიცი” რესპოდენტთა 10%-მა გასცა. ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 84% მხარს უჭერს 2015 წლის 25 დეკემბერს, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დადებით ანგარიშს, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეები 2016 წლის შუა პერიოდიდან უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. აღნიშნულს მხარს არ უჭერს გამოკითხულთა 8%, ხოლო კითხვაზე პასუხი ”არ ვიცი” 7%-მა გასცა.
რაც შეეხება ნატო-ს, კითხვაზე: მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, რესპოდენტთა 68%-თვის ეს მისაღებია, 19%-სთვის კი – არა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0