NDI-ს კვლევის თანახმად გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. კითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო“, რესპონდენტთა 20%-მა უპასუხა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 36%-მა განაცხადა, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.
ამასთან გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი და მისი ოჯახის მდგომარეობა შედარებით გაუარესდა, „იგივე მდგომარეობაში დარჩა“ 47%-მა გასცა პასუხი, ხოლო უკეთესობისკენ მხოლოდ 10%-სთვის შეიცვალა.
NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ არსებული ხელისუფლება მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, 37% კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს.
გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.