საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის ინიციატივით ს.დურმიშიძის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლის დემონტაჟი განხორციელდა. სამუშაოებში პირადად გამგებელი, გამგებლის მოადგილეები და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ჩაერთვნენ, გამოყენებულ იქნა მუნიციპალიტეტის კუთვნილი მძიმე ტექნიკაც. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი, რომელიც 1991 წლის მიწისძვრის შედეგად დაზიანდა, მაჭარაშვილების ოჯახს ეკუთვნის. ამჟამად სამშვილიანი ოჯახი ამავე ეზოში აგებულ საცხოვრებელში ბინადრობს, რომლის თანადაფინანსებაც 1 000 ლარის ოდენობით მუნიციპალიტეტის გამგეობამ განახორციელა. გამგეობა ასევე 500 ლარით თანადაფინანსებაშია ოჯახის ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბავშვის სამედიცინო გამოკვლევებში, რომელიც მსხვრევადი კანის სინდრომითაა დაავადებული. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა მუდმივ მზადყოფნას გამოთქვამს ამ და აგრეთვე სხვა ბენეფიციარების მიმართ, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ყურადღებას და მზრუნველობას საჭიროებენ.
გამგეობის ძალებით ავარიული სახლის დემონტაჟი განხორციელდა
30/10/2016