დღეს სოფელ ალამბარში ხანძრის შედეგად ინაიშვილების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ოპერატიულად განხორციელებული სალიკვიდაციო ღონისძიებების მიუხედავად ცეცხლის დროულად ლოკალიზება ვერ მოხერხდა, სახლი მთლიანად დაიწვა. დაზარალებულები ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ მოინახულა, ვითარებას ადგილზე გაეცნო და მათ შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა. დაზარალებულების მდგომარეობას სტიქიის ადგილობრივი კომისია სწავლობს. მიმდნარეობს საორტიენტაციო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენა.
გამგეობა ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება
07/09/2016