გამგეობაში უკრაინულ დელეგაციას უმასპინძლეს

23/09/2016

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები უკრაინის სხვადასხვა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა თვითმმართველობებში განხორციელებული რეფორმები და მუნიციპალიტეტში თვითმმართვეობის ეფექტურად განხორციელების გზები განიხილეს. მათ ასევე განხორციელებულ კულტურულ-საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.
უკრაინული დელეგაცია აჭარაში 6 დღიანი ოფიციალური ვიზიტით პროექტ „საქართველოს გამოცდილება ადგილობრივი თემებისათვის“ ფარგლებში იმყოფება. 30 კაციანი დელეგაცია ადგილობრივი საბჭოს დეპუტატებით, ჟურნალისტებით, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერებითა და განათლების მუშაკებითაა დაკომპლექტებული. ვიზიტის მიზანი ადგილობრივ თვითმმართველობებში განხორციელებულ რეფორმების შესწავლა და აღნიშნული კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარებაა.
პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის“ ორგანიზებით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0