გამგებლის მოადგილემ სოფლებში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა

23/05/2016

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება. 20 მაისს, სოფლებში, ნაზარლოსა და ქესალოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოები გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ – დუნიამალ გაჯიევმა დაათვალიერა.
სოფელ ქესალოში ორი ქუჩის მოასფალტება მიმდინარეობს, რაზეც შ.პ.ს. „გარდაბნის საგზაო სამმართველო“ მუშაობს. გაცნობებთ, რომ სოფლებში – ვახტანგისში, ჯანდარასა და ნაზარლოშიც აღნიშნული შ.პ.ს მოაწესრიგებს საგზაო ინფრასტრუქტურას. ოთხივე სოფლის გზების მოასფალტებისთვის კი 332 999 ათასი ლარი დაიხარჯება.
სოფელ ქესალოში, გზების მოასფალტების გარდა, საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო. აღნიშნულ სამუშაოს შპს ”კოწიწაშვილი და კომპანია“ 110 000 ათას ლარად ასრულებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო სოფელ ნაზარლოს საბავშვო ბაღშიც, სადაც შემსრულებელი კომპანია შ.პ.ს. „დემა 2008“ გახლავთ. ნაზარლოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაციისთვის კი 134 076 ათასი ლარი დაიხარჯება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, დუნიამალ გაჯიევმა გულდასმით დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები და დადებითად შეაფასა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0