1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ჯამარაული, მოადგილე ირაკლი ჭელიძე, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი მაია ჯაფარაშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ირინა ზურაბიანი „ააიპ გარდაბნის თერაპიულ ცენტრს“ ესტუმრნენ. მათ ცენტრის ბენეფიციარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. კერძოდ, ცენტრის ბენეფიციარებს და თანამშრომლებს სააგენტო „ტიკას“ მიერ საჩუქარი, ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელები გადაეცათ. რაც შეეხება მცირეწლოვან ბავშვებს, მათთვის პატარა ზომის ფეხსაცმელები გამგებელმა „გოჩა ჯამარაულის ფონდიდან“ შეიძინა.
გამგებლისა და სააგენტო “ტიკას” საჩუქარი თერაპიულ ცენტრს
01/06/2016