ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ქობულეთის წარმომადგენელთან თამაზ ხახუტაიშვილთან ერთად დაბა ჩაქვში 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანი მოინახულეს. ომის ვეტერანის თხოვნის გათვალისწინებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი გზა კეთილმოეწყო. გზის 50 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო. გიორგი მიქელაძე 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების დროს მძიმედ დაიჭრა და სხეულის მრავალმხრივი დაზიანებები მიიღო.
გამგებელმა 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანი მოინახულა
31/10/2016