გამგებელმა სტიქიით დაზარალებულები მოინახულა

10/11/2016

ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე ნუკრი ბეჟანიძესთან ერთად ციხისძირში სტიქიის შედეგად დაზარალებული გოლიაძეებისა და ბოლქვაძეების ოჯახები მოინახულა. მუნიციპალიტეტის პირველი პირი დაზარალებულთა მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა. გოლიაძეები სტიქიის შედეგად ერთი თვის წინ დაზარალდნენ. დაზიანდა საცხოვრებელი სახლის ეზო, რომელიც გეოლოგებმა უკვე შეისწავლეს. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს პროცედურული ღონისძიებების გატარება, რომლის შემდგომაც ეზოში ფერდსამაგრი სამუშაოები განხორციელდება, ხოლო ბოლქვაძეების საცხოვრებელ სახლს რამდენიმე დღეში გეოლოგიური კვლევა ჩაუტარდება და მათი დახმარების საკითხს სტიქიის შემსწავლელი კომისია განიხილავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0