უამინდობამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში უმნიშვნელო პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად კვირიკეში, ხუცუბანსა და აჭყვისთავში 3 საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მეწყერული პროცესები განვითარდა. მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება. დღეს ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგეიძემ საქართველოს პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატ კობა ნაკაიძესთან ერთად კვირიკესა და ხუცუბანში დაზარალებული მოჯახები მოინახულა და მათ შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა. დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას გეოლოგები და ინჟინერ-კონსტრუქტორები შეისწავლიან, ხოლო მათი კომპენსირების საკითხს სტიქიის შემსწავლელი ადგილობრივი კომისია განიხილავს.
გამგებელმა სტიქიით დაზარალებულები მოინახულა
01/11/2016