ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ, ადგილობრივი თვითმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად სპორტის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშოები დაათვალიერა.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში სპორტის სასახლის სრულ რეაბილიტაციაა გათვალისწინებული.
შენობაში უკვე კეთილმოეწყო კედლები, ჭერი, გაკეთდა განათება, დასრულდა ვიტრაჟების მოწყობა. ამჟამად მიმდინარეობს შიდა ინტერიერისა და სველი წერტილების მოწესრიგება, ბოლო ეტაპი კი იატაკის პარკეტით მოპირკეთებას ითვალისწინებს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევეა დაგეგმილი სპორტი სასახლის ეზოს კეთილმოწყობა.
პროექტი გარდამავლი ხასიათისაა, სამუშაოების გარკვეული ნაწილი წინა წლებში იქნა შესრულებული, მიმდინარე წელს კი 1 350 000 ლარის ღირებულების სამუშაოებს “საამშენებლო საწარმოო გაერთიანება იმერეთი” ხელშეკრულებით დადგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად ახორციელდებს.
ოლომპიური სტანდარტების შესაბამისი სპორტული ნაგებობა აგვისტოს ბოლოს გაიხსნება.
გამგებელმა სპორტის სასახლის სარეაბილიტაცი სამუშაოები დაათვალიერა
27/05/2016