გამგებელმა სოფ.თამაკონში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

23/09/2016

მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ, გამგებლის მოადგილესთან გიორგი გოროზიასთან და ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან მამუკა კეკელიასთან ერთად მარტვილის მუნიციპალიტეტის თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და შესრულებული სამუშაოების შესახებ ადგილობრივებისაგან შეფასებები მოისმინა. ალექსანდრე გრიგალავამ აღნიშნა, რომ ,, თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით სოფელ თამაკონში მდინარე ტეხურის ნაპირსამაგრი მოეწყო, ასევე არსებულ ხიდს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, პროექტის საერთო ღირებულებამ შეადგინა 17 450 ლარი. ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაში იყო, რაც არა მხოლოდ ავტოტრანსპორტით, არამედ ფეხით გადაადგილების კუთხითაც პრობლემას წარმოადგენდა, დღეს კი აღნიშნული პრობლემა მოგვარებულია“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0