დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი განახლდა. 2016-17 სასწავლო წლის დაწყება სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა და გამგებლის პირველმა მოადგილემ ანზორ სვანიძემ მიულოცეს. გამგებელმა მათ წარმატებული ნაყოფიერი და სიახლეებით აღსავსე წელი უსურვა.
როგორც დიმიტრი ყიფიანმა აღნიშნა, წელს ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით, №4 საჯარო სკოლაში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა, სამუშაოები დასასრულს უახლოვდება ასევე №6 სკოლაში, სადაც შიდა სპორტულ დარბაზს კაპიტალური რემონტი უტარდება.
„სკოლების მხარდაჭერას ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ და მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს წვლილს შევიტანთ სასწავლო პროცესის გაუმჯობესების საქმეში“- აღნიშნა მან.
პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს განახლებული სასწავლო პროცესი მიულოცა ასეე ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა იზოლდა ლომიძემ.
მისივე განცხადებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლის კარები წელს 329 პირველკლასელმა შეაღო.
გამგებელმა საჯარო სკოლებს სწავლის დაწყება მიულოცა
15/09/2016