დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის საპროექტო განყოფილების უფროსთან ნუგზარ ბოლქვაძესთან ერთად ეგნატე ნინოშვილის სახელობის მუზეუმში ადმინისტრაციული სახლის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა.
სამუშაოებს, რომლის ღირებულება 21 826 ლარია, შპს “მშენებელი” ასრულებს.
ეგნატე ნინოშვილის მუზეუმის ადმინისტრაციული სახლი წლებია ავარიულ მდგომარეობაშია. როგორც თანამშრომლები აცხადებენ, საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო შექმნილი და რომ არა მუნიციპალიტეტის გამგებლის ძალისხმევა სავალალო შედეგი შეიძლება დამდგარიყო.
სახლის მშენებლობა მარტის შუა რიცხვებისთვის დასრულდება.
გამგებელმა სახლმუზეუმში მიმდინარე სამუშოები დაათვალიერა
09/03/2016